რჩევა იარმოლენკოს - რუსულად კი არა, ინგლისურად და უკრაინულად ილაპარაკე, უტყვებს პატივს არ სცემენ

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო 11 სეზონი იცავდა კიევის "დინამოს" ღირსებას, ახლა კი "ვესტ ჰემში" თამაშობს. მას "დინამოს" მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი ნესენიუკმა ღია წერილით მიმართა.

"სასიამოვნოდ გამაკვირვა "ევერტონთან" ნამატჩევს მიცემულმა შენმა ინტერვიუმ - მოკლედ, არსებითად ინგლისურად.

ყოველთვის მჯეროდა შენი. მოკლედ, ყოჩაღ. ნორმალური, წესიერი ბიჭი ხარ, რომელმაც ყველაფერს  შენი ნიჭითა და შრომით მიაღწიე.

ამასთან, ჭკვიანიც ხარ და ესეც ვიცი. შენ გესმის, რომ ინგლისში ფეხბურთელი არამარტო უნდა თამაშობდეს, არამედ საუბრობდეს. ეს აუცილებლობაა. უტყვებს პატივს არ სცემენ.

ისიც იცი, რომ ინგლისში
ჟურნალისტებთან რუსულად ლაპარაკი არ ვარგა. მხოლოდ იმიტომ არა, რომ რუსები ინგლისელებისთვის ახლა მკვლელები დ მომწამვლელები არიან. ამიტომ ცდილობ ინგლისურად საუბარს და სწორადაც იქცევი.

კიდევ ვიცი, რომ უკრაინის ჭეშმარიტი პატრიოტი ხარ. სამაგალითო ხარ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. მაშ, რატომ ელაპარაკები უკრაინელ ჟურნალისტებს რუსულად? რატომ არ ესაუბრები მშობლიურ ენაზე, რომელიც მშვენივრად იცი?

შესაძლოა, ბავშვობაში ბიჭებმა გითხრეს, რომ უკრაინულად მეტყველება სირცხვილია? თუმცა, შენ ხომ ზრდასრული ადამიანი ხარ და იცი, რომ ეს ასე არაა.

შენ ამბობ - "დიდება უკრაინას" და ჰიმნს მშობლიურ ენაზე მღერი. ასე გააგრძელე. ვფიქრობ, ეს შენ დროულად, უბრალოდ, არავინ არ გიკარნახა. ჰოდა, მე გკარნახობ.

ბრიტანელ ჟურნალისტებს ინგლისურად ელაპარაკე, ჩვენებურებს კი - უკრაინულად. ეს ხომ ასეთი მარტივი და ბუნებრივია. ეს ჩვენ კი არა, შენ გჭირდება, შენს შვილებს ივანსა და დანილს, რომლებიც ჩვენს შემდეგ ძლიერ და აყვავებულ უკრაინაში იცხოვრებენ".

altუკრაინის ნაკრების ფორმას რუსეთთან ბრძოლის დევიზი დაამშვენებს - "დიდება უკრაინას!"

მკითხველის კომენტარები / 2 /
უკრაინელებს რატომ გგონიათ რომ რუსებისგან დიდად განსხვავებული სასაუბრო ენა გაქვთ?!
გიო
21:37 27-09-2018
38
იქაური ქართული ფარშის მსგავსი ხალხი ამას რუსოფობიად აღიქვამდა ალბათ და ვაი პატრიოტობად:))
Niko
21:13 27-09-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული