აშშ რუსეთს ფიფაზე კიბერშეტევაზე სდებს ბრალს

AutoSharing Option
დღეს, 4 ოქტომბერს, აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ გრუ-ს (რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო) 7 თანამშრომელს ბრალი წაუყენა რიგ კიბერშეტევებზე და მათ შორის ფიფაზე.

"დეილი მეილი" აღნიშნავს, რომ პუტინის ჰაკერების სამიზნეს 30 ქვეყნის 250 სპორტსმენი და ანტისადოპინგო სააგენტოები და სპორტული ორგანიზაციები წარმოადგენდნენ.

"ისეთი ქვეყნებს, როგორიც რუსეთია და სხვები, რომლებიც მონაწილეობენ მიზანმიმართულ კიბერსაქმიანობაში, უნდა ესმოდეთ, რომ აშშ და მოკავშირეები წინ აღუდგებიან, გაანადგურებენ და აღკვეთავენ მსგავს ქმედებებს. ამ საქმეში ბრალდებულებმა უნდა იცოდნენ, რომ მართლმსაჯულება გამოირჩევა მოთმინებით და მეხსიერებით", - განაცხადა აშშ-ს უსაფრთხოების საკითხებში გენერალური
პროკურორის თანაშემწემ ჯონ დემერსმა.

შეგახსენებთ, ჰაკერულმა დაჯგუფება Fancy Bears-ამ, რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული, თავის საიტზე მსოფლიოს ანტისადოპინგო სამსახურის ინფორმაცია გამოაქვეყნა - ეს მასალა ფეხბურთში ანტისადოპინგო დარღვევებს ეხებოდა.

რა თქმა უნდა, ოფიციალური მოსკოვი ყოველივე ამას უარყოფს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული