"ფრანს ფუტბოლის" ნომინატთა პირველ ხუთეულში ბენზემაა, რონალდო მეორე ხუთეულშია, მესი - არაა

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" 2018 წლის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიის გამოქვეყნება ნაწილ-ნაწილ დაიწყო.

ხვალ ოცდაათივე პრეტენდენტის ვინაობა გახდება ცნობილი. დასახელებულ ფეხბურთელთა მეორე ხუთეულშია "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო, ხოლო "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესი ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ.

პირველი ხუთეული: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ალისონი (რომა), გარეთ ბეილი (რეალი), კარიმ ბენზემა (რეალი), ედინსონ კავანი (პსჟ)

მეორე ხუთეული: ტიბო კურტუა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), კევინ დე ბრიუნე (მანჩესტერ სიტი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), დიეგო გოდინი (ატლეტიკო)

მესამე ხუთეული: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ედენ აზარი (ჩელსი), ისკო (რეალი), ჰარი კეინი
(ტოტენჰემი), ნგოლო კანტე (ჩელსი)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოიცა მარიხუანის მოხმარება საფრანგეთშიც ლეგალურია?თუ რამე ახალი მოწიეს:-)
2
უეჭველი მოწიეს მოდრიჩიც რო არ არის
ლევან
22:21 08-10-2018
2

სიახლეები პოპულარული