დი მარიას რონალდოსთან "იუვენტუსში" უნდა თამაში

AutoSharing Option
პსჟ-ს 30 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ თავისი აგენტის ჟორჟე მენდეშის საშუალებით "იუვენტუსს" შეუთვალა, რომ მათ გუნდში სურს გადასვლა.

დი მარია არ მალავს, რომ ისევ რონალდოსთან ერთად უნდა თამაში.

"იუვე" კი არ ჩქარობს, რადგან "პარი სენ ჟერმენში" მისი წლიური ხელფასი 10 მილიონი ევროა და ამაზე ნაკლებად კონტრაქტის გაფორმებას არ დათანხმდება და თუ მაინც დათანხმდა მის გადაყვანას, ამას ზაფხულში გააკეთებს, როდესაც თავისუფალი აგენტი გახდება.

ანხელთან ხელშეკრულების გაგრძელება პარიზულ კლუბსაც უნდა და მისი სამსახურით ინგლისური გუნდებიც არიან დაინტერესებულნი.
პსჟ-მ დი მარია
2015 წელს "მანჩესტერისგან" 63 მილიონად შეიძინა და ამ სეზონში 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული