ინგლისს რევანში უნდა
ერთ-ერთი მთავარი მატჩი შედგება რიეკაში, სადაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია რეაბილიტაციას ეცდება პირველ ტურში ესპანეთთან გამანადგურებელი (0:6) მარცხის გამო. ზლატკო დალიჩისა და მისი გუნდისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო რუსული გმირობის შემდეგ.თავის მხრივ, ინგლისის ნაკრებსაც არაფერი დარჩენია მოგების გარდა, რადგან იმავე ესპანეთთან იწვნია მარცხი (1:2) და თუ უნდა, რომ ჯგუფის მოგების რაღაც შანსი შეირჩინოს, უნდა გაიმარჯვოს.
საინტერესოა, რომ ზაგრებული მატჩი მაყურებლების გარეშე
ისიც გავიხსენოთ, სწორედ ხორვატიის ნაკრებმა არ გაუშვა ინგლისი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე. თანაც, მეორე შეხვედრა მაშინ მოუგო, როცა თავად აღარაფერი სჭირდებოდა. იმ იმედგაცრუებას ნისლიან ალბიონზე დღემდე ვერ ივიწყებენ.
"ვცდილობთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმამ გუნდზე ნეგატიურად არ იმოქმედოს. ბროზოვიჩი და ვრსალკო გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ. ისე კი, ყველანი კარგი ფეხბურთის მოლოდინში ვართ", - განაცხადა ხორვატთა დამრიგებელმა ზლატკო დალიჩმა.
ინგლისის ნაკრების ქომაგები განსაკუთრებით ელიან ჯეიდონ სანჩოს დებიუტს. "დორტმუნდის" უნიჭიერეს თინეიჯერზე ევროპის ლამის ყველა გრანდი ნადირობს. ვნახოთ, როგორ გამოიჩენს ის თავს.
"ძალიან რთულ მატჩს ველით. ხორვატიამ უკვე გვიჩვენა, რასაც წარმოადგენს. ჩვენი თამაში შემტევი იქნება, რადგან სატურნირო მდგომარეობა უკან დახევის საშუალებას არ გვაძლევს", - ეს კი ინგლისელთა მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის სიტყვებია.
დე ბრუინის გარეშე
გასული მუნდიალის ერთ-ერთი გმირი ბელგია საშინაო ასპარეზზე მიიღებს ჯგუფის თანალიდერ შვეიცარიას. ნეიტრალური ქვეყნის შვილებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ბელგია მაინც ფავორიტია. ბენილუქსელთა ერთადერთი საწუხარი ის არის, რომ მათ კევინ დე ბრუინის გარეშე მოუწევთ თამაში. "ბელგიის ნაკრებმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა. ჩვენ ერთა ლიგაშიც ასეთივე განწყობით ვთამაშობთ და ეს მახარებს. რა თქმა უნდა, დე ბრუინი გუნდისთვის დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ მის გარეშე", - თქვა ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა.
ძველი მტრები ამსტერდამში
ამსტერდამში დანდობა ნამდვილად არ იქნება - ჰოლანდიის ნაკრები გერმანიას მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტრიგა უკვე გარანტირებულია. ეს, იმის მიუხედავად, რომ ახლა არც ერთ მათგანს არ უდგას საუკეთესო დროება - რონალდ კუმანიცა და იოახიმ ლიოვიც დღეს "მშენებლობის" პროცესში არიან.თუ გერმანიის ნაკრებს ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლა უნდა, ეს თამაში უსათუოდ უნდა მოიგოს. მით უმეტეს, ჰოლანდიის შემდეგ ბუნდესნაკრებს საფრანგეთის ნაკრებთან გასვლითი მატჩიც უწევს. ლიოვმა გვარიანად გადაახალისა გუნდი. ელიან, რომ ის რამდენიმე ახალბედას მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას.
ჰოლანდიის ნაკრებში კი 4 დებიუტანტია. რა თქმა უნდა, კუმანს კი ურთულესი მატჩი ელის: "ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ის ჩამოყალიბების პროცესშია. რა თქმა უნდა, ეს არის ის გზა, რომელსაც მივდევთ ბოლომდე. გერმანიასთან თამაში ურთულესი იქნება, მაგრამ ზუსტად ასეთ შეხვედრებში იწრთობა გუნდი. ვეცდებით, ამსტერდამში კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ".
უკანდასახევი გზა აღარ არის...
პოლონეთისა და იტალიის ნაკრებები უკან მართლაც ვეღარ დაიხევენ. ამავე ჯგუფშია ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები. პოლონეთამდე იტალიამ საშინაო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა უკრაინასთან და 1:1 ითამაშა. ამ შედეგით იტალიელებმა თავიანთივე ანტირეკორდი გაიმეორეს. ეს იყო "სკუადრა აძურას" ზედიზედ მე-5 მოუგებელი თამაში შინაურ კედლებში. ანალოგიური რამ მხოლოდ შორეულ 1923-25 წლებში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ასევე 1:1 ითამაშა შინ პოლონეთთან, ჰოლანდიასა და მაკედონიასთან, ხოლო ყველაზე მძიმედ მოსაგონარია უგოლო ფრე შვედეთთან (2017 წლის ნოემბერი), რამაც "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვა.
უკრაინასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"გაცილებით მეტი მოგვეთხოვება წინა ხაზზე. გვჭირდება "მკვლელი" დაგვირგვინება, რადგან თუ გოლები არ გავიტანეთ, არაფერი გამოვა. ძალიან გვიჭირდა უპირატესობის მოპოვება და გაგვიჭირდა გოლის გატანაც, მაშინ, როცა უკრაინელებმა კარში სულ რაღაც მეორედ დარტყმით გაგვიტანეს. რა თქმა უნდა, ძალიან უკმაყოფილო ვარ ვერმოგებით, ისევე, როგორც ჩვენი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი. თუნდაც იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ამხანაგური თამაში.
თუმცა ცოტათი მამშვიდებს ის გარემოება, რომ მატჩის უფრო დიდ მონაკვეთში ვითამაშეთ იმაზე უკეთესი ფეხბურთი, ვიდრე წინა თამაშებში", - თქვა მანჩინიმ.
A ლიგა
I ჯგუფი
შაბათი, 13 ოქტომბერი
ჰოლანდია-გერმანია 22:45
სამშაბათი, 16 ოქტომბერი
საფრანგეთი-გერმანია 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 2 1 1 0 2-1 4
2. გერმანია 1 0 1 0 0-0 1
3. ჰოლანდია 1 0 0 1 1-2 0
II ჯგუფი
პარასკევი, 12 ოქტომბერი
ბელგია-შვეიცარია 22:45
ორშაბათი, 15 ოქტომბერი
ისლანდია-შვეიცარია 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 1 1 0 0 6-0 3
2. ბელგია 1 1 0 0 3-0 3
3. ისლანდია 2 0 0 2 0-9 0
III ჯგუფი
კვირა, 14 ოქტომბერი
პოლონეთი-იტალია 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 2 2 0 0 4:2 6
2. პოლონეთი 2 0 1 1 3:4 1
3. იტალია 2 0 1 1 1:2 1
IV ჯგუფი
პარასკევი, 12 ოქტომბერი
ხორვატია-ინგლისი 22:45
ორშაბათი, 15 ოქტომბერი
ესპანეთი-ინგლისი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 2 0 0 8-1 6
2. ინგლისი 1 0 0 1 1-2 0
3. ხორვატია 1 0 0 1 0-6 0
B ლიგა
I ჯგუფი
შაბათი, 13 ოქტომბერი
სლოვაკეთი-ჩეხეთი 17:00
სამშაბათი, 16 ოქტომბერი
უკრაინა-ჩეხეთი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. უკრაინა 2 2 0 0 3-1 6
2. ჩეხეთი 1 0 0 1 1-2 0
3. სლოვაკეთი 1 0 0 1 0-1 0
II ჯგუფი
კვირა, 14 ოქტომბერი
რუსეთი-თურქეთი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 2 1 1 0 2-1 4
2. თურქეთი 2 1 0 1 4-4 3
3. შვედეთი 2 0 1 1 2-3 0
III ჯგუფი
პარასკევი, 12 ოქტომბერი
ავსტრია-ჩრ. ირლანდია 22:45
ორშაბათი, 15 ოქტომბერი
ბოსნია-ჩრ. ირლანდია 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 2 2 0 0 3-1 6
2. ჩრ. ირლანდია 1 0 0 1 1-2 0
3. ავსტრია 1 0 0 1 0-1 0
IV ჯგუფი
შაბათი, 13 ოქტომბერი
ირლანდია-დანია 22:45
სამშაბათი, 16 ოქტომბერი
ირლანდია-უელსი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 1 1 0 0 2-0 3
2. უელსი 2 1 0 1 4-3 3
3. ირლანდია 1 0 0 1 1-4 0
C ლიგა
I ჯგუფი
კვირა, 14 ოქტომბერი
ისრაელი-ალბანეთი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. შოტლანდია 2 1 0 1 3:2 3
3. ისრაელი 2 1 0 1 2:2 3
2. ალბანეთი 2 1 0 1 1:2 3
II ჯგუფი
პარასკევი, 12 ოქტომბერი
ესტონეთი-ფინეთი 22:45
საბერძნეთი-უნგრეთი 22:45
ორშაბათი, 15 ოქტომბერი
ესტონეთი-უნგრეთი 22:45
ფინეთი-საბერძნეთი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ფინეთი 2 2 0 0 2-0 6
2. საბერძნეთი 2 1 0 1 2-2 3
3. უნგრეთი 2 1 0 1 2-2 3
4. ესტონეთი 2 0 0 2 0-2 0
III ჯგუფი
შაბათი, 13 ოქტომბერი
ნორვეგია-სლოვენია 20:00
ბულგარეთი-კვიპროსი 22:45
სამშაბათი, 16 ოქტომბერი
ნორვეგია-ბულგარეთი 22:45
სლოვენია-კვიპროსი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბულგარეთი 2 2 0 0 3-1 6
2. ნორვეგია 2 1 0 1 2-1 3
3. კვიპროსი 2 1 0 1 2-3 3
4. სლოვენია 2 0 0 2 2-4 0
IV ჯგუფი
კვირა, 14 ოქტომბერი
რუმინეთი-სერბეთი 17:00
ლიეტუვა-ჩერნოგორია 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 3 2 1 0 5:2 7
2. რუმინეთი 3 1 2 0 4:3 5
3. ჩერნოგორია 3 1 1 1 2:2 4
4. ლიეტუვა 3 0 0 3 1:5 0
D ლიგა
II ჯგუფი
პარასკევი, 12 ოქტომბერი
ბელორუსი-ლუქსემბურგი 22:45
მოლდოვა-სან მარინო 22:45
ორშაბათი, 15 ოქტომბერი
ბელორუსი-მოლდოვა 22:45
ლუქსემბურგი-სან მარინო 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლუქსემბურგი 2 2 0 0 7-0 6
2. ბელორუსი 2 1 1 0 5-0 4
3. მოლდოვა 2 0 1 1 0-4 1
4. სან მარინო 2 0 0 2 0-8 0
III ჯგუფი
კვირა, 14 ოქტომბერი
აზერბაიჯანი-მალტა 20:00
ფარერები-კოსოვო 20:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. კოსოვო 3 2 1 0 5:1 7
2. აზერბაიჯანი 3 1 2 0 4:1 5
3. ფარერები 3 1 0 2 3:6 3
4. მალტა 3 0 1 2 3:7 1
IV ჯგუფი
შაბათი, 13 ოქტომბერი
სომხეთი-გიბრალტარი 20:00
მაკედონია-ლიხტენშტ. 22:45
სამშაბათი, 16 ოქტომბერი
სომხეთი-მაკედონია 20:00
გიბრალტარი-ლიხტენშ. 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. მაკედონია 2 2 0 0 4-0 6
2. ლიხტენშტაინი 2 1 0 1 3-2 3
3. სომხეთი 2 1 0 1 2-3 3
4. გიბრალტარი 2 0 0 2 0-4 0
ერთა ლიგა. III ტური: პორტუგალიამ პოლონეთი რონალდოს გარეშეც დაამარცხა [VIDEO]
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"