მოდრიჩი: რეალის გასახდელში რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლაზე ფსონებს ჩავდიოდით

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა თქვა, რომ გუნდში არავინ არ ელოდა თავდამსხმელ რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლას.

"რონალდო საფეხბურთო ოსტატობით სულ სხვა სიმაღლეზე იმყოფებოდა. არავინ ელოდა, თუ ზინედინ ზიდანი და რონალდო გუნდს დატოვებდნენ. როდესც ხმები დაირხა კრიშტიანოს "იუვენტუსში" გადასვლაზე, ჩვენ გასახდელში  ფსონებს ჩავდიოდით.

დარწმუნებულნი ვიყავით, რომ დარჩებოდა, მაგრამ თავისი საქმისა ყველამ თავად იცის", - განუცხადა მოდრიჩმა "ფრანს ფუტბოლს".

33 წლის რონალდომ ზაფხულში "იუვესთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული