ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სებალიოსმა ერთა ლიგაზე ინგლისთან ნამატჩევს (2:3) მსაჯის შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება.
"პირველი ტაიმი პატრა კატასტროფა იყო. შესვენებაზე ცუდი ანგარიშით გავედით.
მწვრთნელმა კონცენტრირება გვთხოვა, მაგრამ რაღაც არ გამოგვდიოდა. თუ გინდა ტურნირის ფინალურ ეტაპზე გახვიდე, ყველა მატჩი უნდა მოიგო. დღეს უბედურ შემთხვევას ჰონდა ადგილი.
ახლა მოგება გვჭირდება და ეს შეგვიძლია.
პიკფორდის და როდრიგოს ეპიზოდი? ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო. ნაღდი პენალტი და გაძევება. მსაჯები ხანდახან ცდებიან", - განუცხადა სებალიოსმა "მარკას".
ამ შეხვედრას პოლონელი არბიტრი შიმონ მარჩინიაკი მოემსახურა.