ერთა ლიგის მე-4 ტურში D ლიგის პირველ ჯგუფში ყაზახეთის ნაკრებმა ასტანაში ანდორა 4:0 გაანადგურა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა ანდორაში მოულოდნელად ფრედ (1:1) დასრულდა, ამჯერად კი ყაზახებმა იმარჯვეს.
თუმცა, თუ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დღეს რიგაში ლატვიას მოუგო, ჯგუფში გაიმარჯვებს და კონკურენტების ურთიერთშეხვედრებს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება.
ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - ანდორა 4:0
გოლები: (1:0) სეიდაჰმეტი (21), 2:0 ტურისბეკი (39), 3:0 გომესი (61, საკ. კარში), 4:0 მურტაზაევი (74)
გაძევება: ალაესი (64, ანდორა)
ყაზახეთი: ერიჩი, სიუმბაევი (ვოროგოვსკი 82), ლოგვინენკო, პოსტნიკოვი, ბეისებეკოვი, ისლამჰანი, ჟუკოვი, მუჟიკოვი, სეიდაჰმეტი (ფედინი 77), ტურისბეკი, ზეინუტდინოვი (მურტაზაევი 71)
ანდორა: გომესი, სან ნიკოლასი, ლიმა, ლოვერა, რუბიო, ჩერვოსი, უოლესი (მორენო 79), რებესი, როდრიგესი, ალაესი, პუიოლი (ფერე 90)
სტატია აქ უნდა წავიკითხო და ცხრილი სხვა საიტზე უნდა ვეძებო?