ყაზახეთის ნაკრებმა ანდორა გაანადგურა - 4:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-4 ტურში D ლიგის პირველ ჯგუფში ყაზახეთის ნაკრებმა ასტანაში ანდორა 4:0 გაანადგურა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ანდორაში მოულოდნელად ფრედ (1:1) დასრულდა, ამჯერად კი ყაზახებმა იმარჯვეს.

თუმცა, თუ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დღეს რიგაში ლატვიას მოუგო, ჯგუფში გაიმარჯვებს და კონკურენტების ურთიერთშეხვედრებს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება.

ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - ანდორა 4:0
გოლები: (1:0) სეიდაჰმეტი (21), 2:0 ტურისბეკი (39), 3:0 გომესი (61, საკ. კარში), 4:0 მურტაზაევი (74)
გაძევება: ალაესი (64, ანდორა)

ყაზახეთი: ერიჩი, სიუმბაევი (ვოროგოვსკი 82), ლოგვინენკო, პოსტნიკოვი, ბეისებეკოვი, ისლამჰანი, ჟუკოვი, მუჟიკოვი, სეიდაჰმეტი
(ფედინი 77), ტურისბეკი, ზეინუტდინოვი (მურტაზაევი 71)

ანდორა: გომესი, სან ნიკოლასი, ლიმა, ლოვერა, რუბიო, ჩერვოსი, უოლესი (მორენო 79), რებესი, როდრიგესი, ალაესი, პუიოლი (ფერე 90)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ცხრილიც რომ დადოთ რა იქნება.
სტატია აქ უნდა წავიკითხო და ცხრილი სხვა საიტზე უნდა ვეძებო?
sportall- ო
20:58 18-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული