"ლივერპულის" მენეჯერს იურგენ კლოპს რა თქმა უნდა, არ აწყობს თავისი გუნდის ფეხბურთელების ნაკრებებში თამაში და ამას წინათ ერთა ლიგის ჩატარების წინააღმდეგი გამოვიდა, ახლა კი განმარტა, თუ რატომ არ მოსწონს ეს ტურნირი.
"თქვენ ოპერაში ყოველ საღამოს გინდათ წასვლა თუ ორ თვეში ერთხელ? მიყვარს დიდი ტურნირები, მაგრამ ხანდახან უკან უნდა გადადგა ნაბიჯი. ერთა ლიგა კარგი იდეაა, ოღონდ არა ფეხბურთისთვის. თანამედროვე ფეხბურთში მისთვის ადგილი უბრალოდ არაა.
ყოველ ორ დღეში ხომ არ გინდათ ენტონი ჯოშუას ბრძოლის ყურება? ეს შეუძლებელია. სპორტის ყველა სახეობაში, თვით ამერიკულ
ფეხბურთიც არის შესვენებები.
ყველას სურს, რაც შეიძლება მეტ საფეხბურთო ტურნირებს უცქიროს, თუმცა მოთამაშეებზე ფიქრიც საჭიროა და იმაში დარწმუნებაც, რომ ისინი კარგად ასპარეზობენ. ისე, მე ამაზე შეიძლება ჩემს ყავის მადუღარას ვესაუბრო. ჩემი აზრი არავის არ აინტერესებს", - განუცხადა კლოპმა "დეილი მეილს".