ჟოზე მოურინიო: "რეალში" არ დავბრუნდები

AutoSharing Option
დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს სურს გუნდი კვლავ ჟოზე მოურინიოს ჩააბაროს, კომენტარი თავად პორტუგალიელმა სპეციალისტმა გააკეთა.

"არა, "რეალში" არ დავბრუნდები. ჩემი მომავალი აქ არის, "მანჩესტერთან" მაქვს კონტრაქტი გაფორმებული. ამ კლუბში თავს ბედნიერად ვგრძნობ.

"მანიუში" ხელშეკრულების დასრულებამდე დავრჩები და მინდა, ჩემს გუნდს ვუხელმძღვანელო", - განუცხადა მოურინიომ "გარდიანს".

იტალიურმა მედიასაშუალებებმა ორიოდ დღის წინ იუწყეს, რომ ბლანკოსის მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის მოხსნიან და მის ნაცვლად ანტონიო კონტეს დანიშნავენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული