
"ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თვდამსხმელ რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"სერია A-ს იმიჯისთვის რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლა შესანიშნავია. იტალიის ჩემპიონატში ყოველთვის თამაშობდნენ სუპერვარსკვლავები - მარადონა, პლატინი, ზიკო, ზიდანი, რონალდო, შევჩენკო, კაკა, იბრაჰიმოვიჩი.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, თუმცა რონალდო ძველ სიკაშკაშეს დაუბრუნებს. ის ჩინებული პროფესიონალია, მაგრამ მისი ერთადერთი შეცდომა "იუვენტუსში" გადასვლაა", - განუცხადა ანჩელოტიმ "ფრანს ფუტბოლს".
კარლო ანჩელოტი: "ოქროს ბურთს" მუდამ რონალდო უნდა იღებდეს
იუვენტუსმა პირველი ქულები დაკარგა, რონალდომ ისევ გაიტანა [VIDEO]