რუსი ფანები თავისას არ იშლიან - რომში ერთი მათგანი დაჭრეს, ერთი კი ფეხის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომში ჩემპიონთა ლიგაზე "რომასა" და ცსკა-ს მატჩის დაწყებამდე მეტროში 30 ადამიანი დაშავდა და ერთი რუსი გულშემატკივარი ფეხის გარეშე დარჩა.

La Repubblica-ს ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი არმიელი ქომაგები მეტროს ეკსკავატორზე ხტუნაობდნენ, ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ამას გარდა, თამაშის დაწყებამდე იტალიელმა და რუსმა ფანებმა იჩხუბეს და პოლიციას მათ დასაშოშმინებლად ძალის გამოყენება მოუწია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი რუსი დანით დაჭრეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესკალატორს და ექსკავატორს ვერ არჩევთ?
kaxa
11:16 24-10-2018
0
ექსკავატორზე თუ გრეიდერზე?
status quo
09:38 24-10-2018
1

სიახლეები პოპულარული