კანსელუ: "რეალი" რონალდოს გარეშე 1:5-ს აგებს, "ბარსელონა" მესის გარეშე 5:1-ს იგებს

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების მცველი ჟოაუ კანსელუ თვლის, რომ "ოქროს ბურთი" რონალდომ უნდა მოიგოს.

"წარმოუდგენელია, რომ რონალდომ წელს "ოქროს ბურთი" ვერ მოიგოს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია დ გასულ სეზონში ყველაზე ხშირად გადაწყვიტა მატჩების ბედი.

არ შეიძლება ამ პრიზის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით გადაცემა, რადგან ამ ტურნირს ერთი და იგივე გუნდები იგებენ. თუ საფრანგეთში, გერმანიაში ან ბრაზილიაში დაიბადე, ადრე თუ გვიან მუნდიალის გამარჯვებული გახდები. აი, პორტუგალიის 2016 წლის ევროპირველობაზე გამარჯვება კი იშვიათობაა.

რონალდომ გასულ ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა და ტურნირის
მთავარი მოქმედი გმირი იყო. როდესაც ის ამა თუ იმ გუნდში თამაშობს, ის გუნდი საუკეთესო ხდება. ამის დადასტურება უკანასკნელი ელ კლასიკოა - "რეალი" რონალდოს გარეშე 1:5-ს აგებს, "ბარსელონა" მესის გარეშე 5:1-ს იგებს. აი, მთელი განსხვავება", - განუცხდა კანსელუმ Sky Sport Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რეალი რონალდუსთან ერთადაც აგებდა ბარსასთან თანაც მადრიდში და ამას ბევრი ფაქტები არ ჭირდება, გადახედეთ ბოლო კლასიკოებს მადრიდში იქ მარტო ბარსელონა იმარჯვებს ბოლო 4 წელია,,,
კანსელუს გასაგონად!
16:25 31-10-2018
1
ზედიზედ სამ მოგებულ ჩემპიონთა ლიგის თასს ნუ დაივიწყებთ, ჩვენ არა მგონია მაგრამ შეიძლება ჩვენი შვილიშვილები მოესწრნენ ამ რეკორდს
ზიზუ
11:47 30-10-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული