გიორგი წიტაიშვილი: კარგია, რომ "შახტარს" გოლი გავუტანე და მოვიგეთ

AutoSharing Option
დუბლიორთა შორის უკრაინის ჩემპიონატზე მოგებულ მატჩში (3:0) "შახტარის" კარში პირველი გოლი "დინამოს" თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა და შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იოლი გამარჯვება არ მოგვიპოვებია, მაგრამ რაც ჩავიფიქრეთ, გავაკეთეთ. უბრალოდ, გასულ სეზონში მათთან დასანანი მარცხი განვიცადეთ და დიდი ანგარიშით მოგება გვინდოდა. ეს დღეს გამოგვივიდა.

მაქსიმალურად სწრაფად ვმოქმედებდით და რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა გვინდოდა. პირველ ტაიმში შეგვეძლო ანგარიში 3:0 ან 4:0 გაგვეხადა, რათა საქმე მოგვეთავებინა და მეორე ტაიმში მშვიდად ვყოფილიყავით. ბევრი მომენტი გვქონდა და რეალიზაციაზე ვიმუშავებთ. კარგია, რომ გოლი
გავიტანე და მოვიგეთ".

3 ნოემბერს უკრაინის ელ კლასოკოდ წოდებული ამ გუნდების ძირითადი შემადგენლობების თამაშზე ხარკოვში წესრიგს 2 ათასი პოლიციელი დაიცავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ არის კარგი
ქართველი
15:29 04-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული