"არც კი ვიცი, ამაზე რა ვთქვა. მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ უკრაინელი წიტაიშვილისთვის საფეხბურთო ეტალონი ძიუბაა. არა ბელგიელი დე ბრიუნე, არა ხორვატი მოდრიჩი, არა ფრანგი მბაპე, რომელიც მასზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია და მსოფლიოს ჩემპიონი და ნაკრების ლიდერია. არა. მისთვის ძიუბა უფრო ახლობელი და ძვირფასია. თუ ეს წიტაიშვილის საფეხბურთო იდეალია, მაშინ მე მიჭირს მისი საფეხბურთო მომავლის პროგნოზირება".
ამასთან, ზოგიერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ დაეთანხმა ანდრიიუკს. მათ დაწერეს, რომ ძიუბამდე მსგავს სტილში ადრე სხვა ფეხბურთელებმაც აღნიშნეს გოლის გატანა.
გიორგიმ ანდრიიუკს პასუხი ინსტაგრამიდან გასცა:"თავს არ ვიმართლებ იმის წინაშე, ვინც ვერ მიხვდა, გოლი ასე რატომ ვიზეიმე. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, დაწეროთ, რომ ცუდი ვარ. მე პირადად არ მესმის, რა გინდათ".
უკრაინის ნაკრებმა საფრანგეთი 2:1 დამარცხა და ამ მატჩში გიორგიმ გოლის გატანის გარდა საგოლე გადაცემაც გააკეთა. დღეს უკრაინა ინგლისს ხვდება.
![უკრაინელი ჟურნალისტი წიტაიშვილს აკრიტიკებს: ძიუბას მეტი მისაბაძი ვერავინ ვერ ნახე? [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/3d4ae8abbe282d3daa09003879162144.jpg)