მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად აღიარეს, მესი მეექვსეა, რონალდო კი ათეულში ვერ მოხვდა

AutoSharing Option
CIES Football Observatory-მ ევროპის წამყვანი 5 საუკეთესო ჩემპიონატის ფეხბურთელთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

შვეიცარიული ანალიტიკური კომპანიის აზრით, მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპეა - 216.5 მილიონი ევრო.

ფორვარდების პირველ ათეულში აგრეთვე შევიდნენ: ჰარი კეინი (ტოტენჰემი, 197.3 მლნ), ნეიმარი (პსჟ, 197), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, 173), ფილიპე კოუტინიო, ბარსელონა, 171.3), ლეო მესი (ბარსელონა, 170,6), რახიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, 164.6), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერი, 164.3), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, 157.7) და პაულო დიბალა (იუვენტუსი, 155.6).

ნახევარმცველების პირველი სამეული ასე გამოიყურება: დელე ალი (ტოტენჰემი, 163.4),
კევინ დე ბრიუნე (მანჩესტერ სიტი, 150.4) და პოლ პოგბა (მანჩესტერი, 130.5).

ცენტრალურ მცველებში ლიდერი სამუელ უმტიტია (ბარსელონა, 99.2), განაპირა მცველებში ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული, 96.4), ხოლო მეკარეებში ედერსონი (მანჩესტერ სიტი, 102).

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი შეუფასებელია და იმიტომაც არ არის მაგა თ რეიტინგში.
გია
11:53 06-11-2018
1
მესი პირველ ადგილზე და ხუთეულში, იმიტომ არ მოხვდა, რომ შეუფასებელია!!!!!!! ნუ ჯანდაბას ეს მბამპე აი ეს სალახი რა დამსახურებით არს ყველგან ჩაკვეხებული ერთი ეს გამაგებინეთ, ერთი საშუალო დონის ფეხბურთელია. (ისე ვამჩნევთ მესის რაღაცნაირად ფარულად თუ აშკარად ებრძვიან, ცდილობენ ყველანაირად დააკნინონ) გულშემატკივრების თვალში ლეო მესი ყოველთვის იქნება ნომერი პირველი, ყოველგვარი რეიტინგების გარეშე. ასეა ეს. გთხოვთ გაუშვათ.


გია
09:28 06-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული