პერმის "ამკარი" ბანკროტად გამოცხადდა

AutoSharing Option
პერმის "ამკარმა" რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა, დღეს კი სასამართლომ ბანკროტად გამოაცხადა.

2018 წლის 10 აგვისტოს კლუბის დამფუძნებელთა კრებამ "ამკარის", როგორც იურიდიული პირის ლიკვიდაცია იუწყა, ხოლო დღეს სასამართლომ ბანკროტად სცნო.

კლუბს 540 მილიონი რუბლის ოდენობის დავალიანება აქვს, აქედან 107 მილიონი ფეხბურთელებისა და კლუბის თანამშრომლების სახელფასო დავალიანებაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლუბის ქონება გაიყიდება და დავალიანება დაიფარება.

გაკოტრების პირასაა პრემიერლიგის მახაჩკალის "ანჟიც".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული