პირველად ლიბერტადორესის ისტორიაში - "ბოკა ხუნიორსი" და "რივერ პლეიტი" "ბომბონერაზე" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 11 ნოემბერს, ბუენოს-აირესში, "ბომბონერას" სტადიონზე კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს არგენტინული ფეხბურთის ორი გრანდი და მოსისხლე მტერი "ბოკა ხუნიორსი" და "რივერ პლეიტი" დაუპირისპირდა. შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა (2:2).

შეხვედრა ისტორიული რამდენიმე ფაქტორის გამო იყო. ეს გუნდები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს სამხრეთ ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან საკლუბო ტურნირის ფინალში. თან ეს უკანასკნელი ტურნირია, სადაც ფინალი ორმატჩიანი იქნება.

ახლა რაც შეეხება თამაშს, პირველი გოლი რამონ აბილიამ მატჩის 34-ე წუთზე გაიტანა. მისი დარტყმული "რივერის" მეკარემ, ფრანკო არმანიმ მოიგერია. დამატებაზე
აბილიამ მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა და სტუმართა მეკარემ ახლოდან დარტყმულ ბურთს ხელები კი დაახვედრა, თუმცა მისი გაჩერება ვერ მოახერხა და ანგარიშიც გაიხსნა.

მეორე გოლი თამაშის განახლებისთანავე გავიდა, 35-ე წუთზე მარტინეს კუარტომ ბურთი ლუკა პრატოს მიაწოდა, რომელმაც შორეულ კუთხეში დაბალი ბურთი დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშითვე სრულდებოდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე "ბოკამ" წინ გასვლა მაინც მოახერხა, სებასტიან ვილას მოწოდებული ჯარიმის შემდეგ მასპინძლები წინ ბენედეტომ თავური დარტყმით გაიყვანა.

მატჩის უკანასკნელი გოლიც სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გავიდა. 61-ე წუთზე "რივერის" ნახევარმცველის, გონსალო მარტინესის ჩაწოდებულ ბურთს "ბოკას" მცველი კარლოს ისკიერდოსი მისწვდა და საკუთარ კარში ჩაჭრა.

შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა, ძალიან საინტერესო დაპირისპირების "მეორე რაუნდი" კი 24 ნოემბერს "ბომბონერაზე" გაიმართება.

altისტორიაში პირველად - ლიბერტადორესის თასის ფინალში "ბოკა" "რივერპლეიტს" შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული