ირლანდიელ მსაჯს ნამატჩევს დაუხვდნენ და დაუნდობლად სცემეს

AutoSharing Option
ირლანდიის სამოყვარულო ლიგის მატჩის შემდეგ მსაჯი დანიელ სუინი საავადმყოფოში მოხვდა. მას სტადიონის ავტოსადგომთან დაუხვდნენ და სცემეს.

სუინი იმ მატჩს მოემსახურა, რომელიც "მულინგარმა" 3:1 მოიგო, ამან მეტოქე გუნდის წარმომადგენლები გააბრაზა და ჯავრი მსაჯზე იყარეს.

რეფერის ყბა და ცხვირი გაუტეხეს და სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აქვს მიღებული.

ლიგის თავმჯდომარემ შონ მონტგომერიმ განაცხადა, რომ დანიელი კვალიფიციური არბიტრია, ასეთ ვანდალიზმს არ მოითმენენ და დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არაა გასაკვირი, ჩვენც ხომ ვამტვრევთ ერთმანეთს თავპირს?! გინდ ქართულ კლასიკოზე (სტადიონებსაც ვამტვრევთ) და გინდ ქართულ ქეიფებზე. ვინც ამ კომენტარს დისლაიქს დაუწერს, იმათ ეხება ეს ნათქვამი და არა ყველას. ახლა გამოჩნდება, რამდენი რამდენი ასეთი მკითხველი ყავს ამ საიტს.
ნათია
12:11 13-11-2018
3

სიახლეები პოპულარული