მოდრიჩმა GOAL 50-ის პრიზი მიიღო, რონალდო მეორე ადგილზე გავიდა, მესი - მეხუთეზე

AutoSharing Option
საფეხბურთო საიტმა goal.com-მა გამოცემების, ექსპერტების და გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოაქვეყნა 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია - პირველ ადგილზე "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გავიდა.

მეორე ადგილი "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ დაიკავა, მესამე "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა, მეოთხე პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ, ხოლო მეხუთე "ბარსელონას" ლიდერმა ლეო მესიმ.

მოდრიჩმა რონალდოსა და მესის ჰეგემონია დაასრულა, რომლებიც ამ პრიზს 2011 წლის შემდეგ იღებდნენ.

მოდრიჩმა 2018 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ხორვატიის ნაკრებთან ერთად ფინალში გავიდა.

ლუკას ამ სეზონში ლა ლიგას
12 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი მხოლოდ მეხუთე საუკეთესო ფეხბურთელი თუა მსოფლიოში, მაშინ მე საერთოდ არაფერი მესმის სპორტის ამ სახეობის და ეგაა.:))
Lado t
22:24 13-11-2018
1
ეგეთი მაგარი თუა რატო ვერაფერს აკეთებდა ზედიზედ რომ გაფარჩაკდა რეალი რონალდოს წასვლის შემდეგ. მესიზე ხო საერთოდ კომენტარიც ზედმეტია.
მოდრიჩი არა ძიუბა....
12:24 14-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული