საფეხბურთო საიტმა goal.com-მა გამოცემების, ექსპერტების და გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოაქვეყნა 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია - პირველ ადგილზე "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გავიდა.
მეორე ადგილი "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ დაიკავა, მესამე "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა, მეოთხე პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ, ხოლო მეხუთე "ბარსელონას" ლიდერმა ლეო მესიმ.
მოდრიჩმა რონალდოსა და მესის ჰეგემონია დაასრულა, რომლებიც ამ პრიზს 2011 წლის შემდეგ იღებდნენ.
მოდრიჩმა 2018 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ხორვატიის ნაკრებთან ერთად ფინალში გავიდა.
ლუკას ამ სეზონში ლა ლიგას
12 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია.