პერუს ჩრდილოეთით ქალაქ ჩაჩაპოიასის მახლობლად 14-წლამდელთა გუნდის "ტორიბიო როდრიგო მენდოსას" ავტობუსი ხევში გადავარდა.
გუნდი რეგიონალურ ტურნირზე მიემგზავრებოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
შვიდი ფეხბურთელი გარდაიცვალა, თერთმეტმა კი ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიცია მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.
გარდაცვლილების ოჯახებს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მიუსამძიმრა.