ავტოავარიაში "ბარსელონას" 12 გულშემატკივარი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ეკვადორის გაუაკილის "ბარსელონას" 12 გულშემატკივარი ავტოავარიაში გარდაიცვალა.

ქომაგები კუენკადან ბრუნდებოდნენ, სადაც გუშინ ადგილობრივი "დეპორტივოსა" და "ბარსელონას" მატჩი 1:1 დასრულდა. მათმა ავტობუსმა მეორე ავტომობილს გაუსწრო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

შედეგად, 12 ადამიანი გარდაიცვალა და 30 დაშავდა.

ეკვადორში ხშირია ავტოკატასტროფები - საშუალოდ დღეში 7 ადამიანის გარდაცვალება და 80-ის დაშავება ფიქსირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული