ახლა ის 25 წლისაა და ძალიან უსიამოვნო ამბავი შეემთხვა - ავტომაგისტრალზე თავისი მანქანით წინ მიმავალ ტაქსის დაეჯახა და მაგრად დაამტვრია. თუმცა, ავტომობილის დამტვრევას ვინ ჩივის - ტაქსის უკანა სავარძელზე მჯდომი ორი მამაკაცი გარდაიცვალა. სარატე კი უვნებელი გადარჩა.
სარატეს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს და სახლში გაუშვეს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს.