ტარხანოვი - უცხოელების რუსეთის ნაკრებში თამაშზე: საფრანგეთში თეთრს ვერ ნახავ, გერმანიაში კი თურქები არიან

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებს არ ჰყავს საჭირო რაოდენობის კვალიფიციური ფეხბურთელები და იძულებულნი არიან ნატურალიზებული მოთამაშეები მიიწვიონ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ტარხანოვმა გააკეთა.

"კრასნოდარის" 33 წლის ნახევარმცველმა არიმ მიიღო ჩვენი მოქალაქეობა, კარგი ფეხბურთელია, დიდი ხანია აქ ცხოვრობს, მეუღლე რუსი ჰყავს, რუსულად ლაპარაკობს.

ნატურალიზაციას მე ნორმალურად აღვიქვამ. თუ ნორმალური რუსი შემტევები არა გვყავს, რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით?

ნახეთ, რუსეთის ფუტზალის ნაკრები სრულად ბრაზილიელებითაა დაკომპლექტებული (იცინის).

ჩვენი მარიო ფერნანდესი მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი იყო. მეკარე გილერმეც უკვე 100
წელია ჩვენთან თამაშობს.

90-იანი წლების საფრანგეთის ნაკრებში შავკანიანი ფეხბურთელები თითქმის არ იყვნენ, ახლა კი იქ თეთრს ვერ ნახავ - მხოლოდ აფრიკელები თამაშობენ. გერმანიის ნაკრებში თურქები არიან. ეს ნორმალურია".

მკითხველის კომენტარები / 3 /
Джикия არსად დაგეკარგოთ
რეზო
11:27 16-11-2018
0
რუსებს თავში ქვა უხლიათ. რაც უნდა ის ქნან. ჩვენ კი მხოლიდ ჩვენი რესურსით უნდა გავიდეთ ფონს.
1

სიახლეები პოპულარული