ჩერჩესოვი - რუს ფანზე: იმედია, ნოიერს ხელი და გული არ შესთავაზა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ლაიპციგში გერმანიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუსეთი 3:0 დაამარცხა და შეხვედრის დასასრულ, მოედანზე ერთი ფანი შევარდა, რომელსაც ხელში რუსეთის დროშა ეჭირა და მეკარე მანუელ ნოიერის წინ დაეცა.

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა ამაზე ირონიული კომენტარი გააკეთა:

"ქალის წინაშე მუხლებზე რომ დაცემულიყო, ასეთ კითხვას არ დამისვამდით. არ ვიცი, რატომ დაეცა მუხლებზე, მაგრამ იმედია, ნოიერს ხელი და გული არ შესთავაზა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული