ამხანაგურ მატჩში, რომელიც სულაც არ იყო "ამხანაგური", ბრაზილიამ ურუგვაი 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი მეტად საკამათო სიტუაციაში დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან (მსაჯმა ჩათვალა, რომ ლასკალტმა რიშარილსონი წააქცია) ნეიმარმა გაიტანა.
გამარჯვების მიუხედავად სელესაომ საუკეთესო თამაში ნამდვილად ვერ აჩვენა.
ლონდონი. "ემირეითსი"
ბრაზილია - ურუგვაი 1:0
გოლი: ნეიმარი (76, პენ)
ბრაზილია: ალისონი, დანილო, მარკინიოსი, მირანდა, ლუისი, არტური, უოლასი, რენატო (ალანი 59), კოსტა (რიშარილსონი 67), ფირმინო, ნეიმარი
ურუგვაი: კამპანია, სუარესი (ლემოსი 81), მენდესი, კასარესი, ლასკალტი, ტორეირა, ბეტანკური, ვესინო (ვალვერდე 85), პერეირო (როდრიგესი 77), სუარესი, კავანი