კავანი თანაგუნდელ ნეიმარზე შურისძიებას ნაკრებების მატჩში შეეცადა - კინაღამ ფეხი მოსტეხა [VIDEO]

AutoSharing Option
აშკარად არ მოსდის პსჟ-ს თავდამსხმელ ედინსონ კავანის თვალში თანაგუნდელი ნეიმარი, ამბობს, რომ ის და მბაპე გუნდში პრივილიგირებულები არიან და ბრაზილიელს კინაღამ ფეხი მოსტეხა.

ლონდონში ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრაში ის ნეის ეუხეშა, თანაც განზრახ და ბოდიშიც არ მოუხდია.

მან თქვა, რომ მოედანზე ცხელოდა და საფინალო სატვენის შემდეგ ყველანი დამშვიდნენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარის გამო კავანი მზადაა გუნდი გამოიცვალოს. მას ისიც აღიზიანებს, რომ მის ნაცვლად "პარი სენ ჟერმენში" პენალტისტი ნეიმარი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ ოდნავ შეეხო, ფეხი მოსტეხა არა ღვანწკი, არც ბოდიშს არ იმსახურებდა, პირიქით, უნდა ამოეღო მსაჯს ყვითელი სიმულაციისათვის და ეგ იქნებოდა სწორი.
4

სიახლეები პოპულარული