იორდანიის ნაკრების მეკარემ ინდოეთს საკუთარი კარიდან გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 18 ნოემბერს იორდანიისა და ინდოეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

36 წლის ამირ შაფის მიერ მატჩის 25-ე წუთზე გატანილმა გოლმა არაფრით გამორჩეულ ამხანაგურ მატჩს დიდი ყურადღება და პოპულარობა მოუტანა.

იორდანიის ნაკრებს ამ მომენტამდეც ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა ამირ შაფის თანამემამულემ თერთმეტმეტრიანი დარტყმის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა სამ წუთში თანაგუნდელის შეცდომა 36 წლის მეკარემ გამოასწორა და ანგარიში გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ეს მის კარიერაში გატანილი მეორე გოლია.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული