იტალიური პრესის ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო და "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" ფინალისტთა სამეულში ვერ შევლენ.
გამოცემა Corriere dello Sport-ი ცერემონიამდე გამოქვეყნებული ვიდეორგოლიდან გამომდინარე იტყობინება, რომ ორივე ფეხბურთელი სამეულს მიღმა დარჩება.
რგოლში რონალდოს, როგორც წინა წლის პრიზის მფლობელს აჩვენებენ, ხოლო შემდეგ კილიან მბაპეს, რაფაელ ვარანს და ლუკა მოდრიჩს ანახებენ. მესი რგოლში საერთოდ არ არის. გამომდინარე აქედან, წყაროს მიაჩნია, რომ სამეულში სწორედ მბაპე, ვარანი და მოდრიჩი არიან.
თუ მესი და რონალდო სამეულში ვერ მოხვდებიან, ეს 2006 წლის შემდეგ
პირველი შემთხვევა იქნება. შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" დაჯილდოება 3 დეკემბერს გაიმართება.