ლა ლიგის მე-13 ტურში "რეალი" მოულოდნელად 0:3 დამარცხდა "ეიბართან".
სანტიაგო სოლარის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ "რეალს" აქამდე მიჯრით 4 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
ბლანკოსმა პრიმერას ზედიზედ მე-11 მატჩში გაუშვა გოლი, რაც უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
ეიბარი. "ესტადიო მუნისიპალ დე იპურუა". 6 435 მაყურებელი
ეიბარი - რეალი 3:0
გოლები: 1:0 ესკალანტე (16), 2:0 ენრიკი (52), 3:0 კიკე (57)
ეიბარი: რიესკო, რამისი, ცოტე, ოლივეირა, კუკურელა, ორელანა (ალვარესი 83), ესკალანტე, პენა, ჯორდანი, კიკე (დე ბლასისი 88), ენრიკი (ჩარლზი 74)
რეალი: კურტუა, რამოსი, მარსელო, ვარანი, ოდრიოსოლა (კარვახალი 54), მოდრიჩი (ისკო 64), კროოსი, ასენსიო (ვინისიუსი 74), სებალიოსი, ბენზემა, ბეილი