ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, რობი კინმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, რობი კინმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და სამწვრთელო საქმიანობაზე გადავიდა.

"დღეს, 23 შესანიშნავი წლის შემდეგ პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის დსარულების შესახებ ვაცხადებ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, სად წამიყვანდა საფეხბურთო ცხოვრება: "კრამლი იუნაიტედიდან" მილანში, ლონდონსა და ლოს-ანჯელესში.

ჩემმა კარიერამ ყველა ოცნებას გადააჭარბა. როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ვიყავი დუბლინიდან, რომელიც ფეხბურთით იყო შეპყრობილი", - ციტირებს კინს ВВС.

პრემიერლიგისა და MLS-ის ყოფილი ვარსკვლავი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მიკ მაკარტის ასისტენტი იქნება. ამის შესახებ 59 წლის სპეციალისტმა თავად განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მაკარტის ხელმძღვანელობით, კინი მსოფლიოს
2002 წლის ჩემპიონატზე გამოდიოდა.

კინი კარიერის განმავლობაში 11 კლუბში გამოდიოდა. მათ შორისაა ლონდონის "ტოტენჰემი", "ლივერპული", მილანის "ინტერი", "სელტიკი" და "ლოს-ანჯელეს გელაქსი". ბოლო ორი წელი მან ინდურ "ატლეტიკოში" გაატარა.

რობი კინი ირლანდიის ნაკრების რეკორდსმენია მატჩებისა (146) და გოლების (68) მიხედვით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2002 წლის მუნდიალზე, ევრო 2012-სა და ევრო 2016-ზე.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული