"აიაქსი" მატიას დე ლიხტსა და ფრენკი დე იონგში 140 მილიონ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსი" მატიას დე ლიხტსა და ფრენკი დე იონგის დუეტში 140 მილიონ ევროს ითხოვს, - იტყობინება  El Mundo Deportivo.

ცნობილია, რომ ცენტრალური ნახევარმცველი დე იონგი 75 მილიონადაა შეფასებული, ხოლო 19 წლის მცველის ფასი 65 მილიონი ევროა.

ამ ჰოლანდიული დუეტით ევროპის არაერთი წამყვანი კლუბია დაინტერესებული. მათ შორის ლიდერობს "ბარსელონა", რომელიც ამ ფეხბურთელებს გასული სეზონიდან მოყოლებული აკვირდება.

მატიას დე ლიხტი ერთა ლიგაზე ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, მთლიანობაში კი 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება 21 წლის ფრენკი დე
იონგს, მას დებიუტი გასულ თვეში ჰქონდა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში 4 მატჩის გამართვა მოასწრო.

alt"იუვენტუსის" დირექტორი დე ლიხტის საკითხზე მინო რაიოლას შეხვდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული