ლუკა მოდრიჩი: ერთხელ ზიდანმა მითხრა, რომ "ოქროს ბურთის" მოგება შემიძლია

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ზინედინ ზიდანზე ისაუბრა და ერთი ამბავი გაიხსენა.

"როცა მივხვდი, რომ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტი ვარ, დავიჯერე, რომ გამარჯვება შემეძლო.

თუმცა არსებობს ერთი მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. როცა ზიდანი 2016 წლის იანვარში "რეალის" მწვრთნელი გახდა, მან მითხრა, რომ გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მთვლის და ჩემში ხედავს მოთამაშეს, რომელსაც "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია", - ციტირებს მოდრიჩს Marca.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩმა 3 დეკემბერს "ოქროს ბურთი" მოიგო. ხორვატი "რეალში" 2016 წლიდან თამაშობს და 276 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელში
13 გოლი და 42 საგოლე გადაცემა მიითვალა.

alt"ოქროს ბურთი" მოდრიჩს გადასცეს - მასზე ნაკლები გოლი ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ იაშინს ჰქონდა გატანილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული