უტკინი - დაპატიმრებულ ფეხბურთელებზე: ამ უბედური იდიოტებისთვის პატიმრობის გაგრძელება ამაზრზენია

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს პაველ მამაევსა და ალექსანდრ კოკორინს, რომლებაც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში  ვაჭრობის მინისტრის წარმომადგენელს სკამით სცემეს, პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა გააკეთა.

"მაშ ასე, ფეხბურთელებს პატიმრობა გაუხანგრძლივეს. ჩემის აზრით, ეს ამაზრზენია.

ვერ გავიგე, ასეთ მარტივ საქმეში ორ თვეში როგორ ვერ გაერკვნენ. იმაზე ლაპარაკი, თითქოს მიიმალებიან, სასაცილოა. მათ კლუბებთან  მილიონიანი კონტრაქტი აქვთ, რომელთა შენარჩუნება სურთ.

ამ უბედური იდიოტებისთვის პატიმრობის გაგრძელება ამაზრზენია.

რატომ უნდა ვიხდიდეთ ბიუჯეტიდან ფულს ციხეში მათ შენახვაზე?

ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რომ მე
გადასახადებს ვიხდი, უსაქმურები კი, რომლებიც საქმეს ვერ იძიებენ, ამ ფულს ითვისებენ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული