პელე: ნეიმარი მბაპეზე უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია

AutoSharing Option
ლეგენდარულმა პელემ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა და თანაგუნდელ კილიან მბაპეს შეადარა.

"ძნელია ნეიმარი იმის გამო დავიცვა, რასაც ფეხბურთის გარდა აკეთებს. მას ველაპარაკებოდი და ვახსენებდი, თუ როგორი შესაძლებლობების მქონეა.

ნეის არ გაუმართლა, რომ ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა და ამაში დაადანაშაულეს. ორჯერ შევხვდი ევროპაში და ვუთხარი:"ფეხბურთის ღმერთმა ნიჭით დაგაჯილდოვა. შენი საქციელი ყველაფერს ართულებს".

ხალხი მბაპეს მადარებს. ჩვენს შორის რაღაც საერთოა, არა? თუმცა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ის უკვე 19 წლის იყო.

ვთვლი, რომ ნეიმარი მბაპეზე უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ ევროპაში ყველა
მბაპეზე ლაპარაკობს", - განუცხადა პელემ As-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული