"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო 2019 წლის 14 იანვარს მადრიდის სასამართლოს წინაშე გადასახადების დამალვის გამო წარსდგება.
AS-ის ცნობით, ფეხბურთელი დამნაშავედ საგადასახადო თაღლითობის ოთხ შემთხვევაში იქნება ცნობილი, რომლის საერთო თანხა 14.7 მილიონ ევროს შეადგენს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან, ოღონდ ეს სასჯელი პირობითი იქნება.
ადრე რონალდომ 13.4-მილიონიანი ჯარიმა გადაიხადა, მაგრამ სასამართლოს წინაშე ჯერ არ წარმსდგარა.
კრიშტიანოს ადვოკატი პირობითი სასჯელის 375 ევროთი შეცვლას ცდილობდა, მაგრამ ამაზე უარი ეთქვა.