რონალდომ "რეალს" ვინისიუსის თავის გუნდში იჯარით გაშვება სთხოვა

AutoSharing Option
"ვალიადოლიდის" პრეზიდენტს, ლეგენდარულ ბრაზილიელ რონალდოს უნდა თავისი ყოფილი გუნდიდან, "რეალიდან" თავდამსხმელი ვინისიუსი გადაიყვანოს.

"ჩვენ უკვე ვაზუსტებთ ამ შეთანხმების დეტალებს. რა თქმა უნდა, 18 წლის ვინისიუსის შესაძენი ფული არა გვაქვს, მაგრამ გვინდა ჩვენს გუნდში ვიხილოთ. მადრიდში იციან ჩემი სურილის შესახებ.

მისი იჯარით აყვანა რეალური იქნება. ვეცდები ეს მოვახერხო. თუმცა, ფლორენტინო პერესმა მითხრა, რომ ეს რთული მისაღწევი იქნება", - განუცხადა რონალდომ AS-ს.

ვინისიუსმა "რეალში" 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული