რონალდომ 9 წელი ითამაშა "რეალში" და მხოლოდ მარსელო ეკონტაქტება

AutoSharing Option
თავდამსხმელმა რონალდომ  9 წელი იასპარეზა "რეალში" და "მარკას" ცნობით, "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ ბლანკოსის ფეხბურთელებიდან მხოლოდ მცველი მარსელო ეხმიანება.

პირველი უთანხმოება რონალდოსა და მის ყოფილ თანაგუნდელებს შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მოხდა, როდესაც მან "რეალიდან" წასვლის შესახებ იუწყა.

ამას წინათ პორტუგალიელმა თქვა, რომ "იუვენტუსი" ერთი დიდი ოჯახია და "რეალისგან" განსხვავდება, რამაც მისი ყოფილი თანაგუნდელები გააღიზიანა. ამას გარდა, მან "რეალის" ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს "ოქროს ბურთის" მოგება არ მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ვისთანაც კრიშტიანო "რეალში" მეგობრობდა - პეპე, კოენტრაო, ხამესი, უკვე სხვა სხვა გუნდებში
თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭორიკანა ქალების საიტი ხართ :))
ზურა5
10:59 18-12-2018
2
მარსელოც იმიტომ ეკონტაქტება, რომ იუვესკენ მიუწევს გული
Mateus
21:05 17-12-2018
18

სიახლეები პოპულარული