მატიას დე ლიხტი: ახლა ზიეჩთან ერთად თამაში მირჩევნია, კრიშტიანო რონალდოსთან ან მესისთან ერთად თამაშს

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ის ვერსიით, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო "აიაქსის" მცველ მატიას დე ლიხტს გადაეცა.

დაჯილდოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახლა ურჩევნია ჰაკიმ ზიეჩთან ერთად ითამაშოს, ვიდრე კრიშტიანო რონალდოსთან ან ლიონელ მესისთან ერთად.

"იტალია ფეხბურთის სათამაშოდ შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ ამ მომენტისთვის მთლიანად "აიაქსზე" ვარ კონცენტრირებული, არ ვფიქრობ მის დატოვებაზე და იმაზე, თუ რომელ ლიგაში შემიძლია კარიერის გაგრძელება, ახლა ჰაკიმ ზიეჩთან ერთად თამაში მირჩევნია, მესისთან და რონალდოსთან ერთად თამაშს" - განაცხადა მატიას დე ლიხტმა.

19 წლის მცველი უამრავი საფეხბურთო
გრანდის სამიზნეა, მათ შორის ყველაზე აქტიურები სწორედ კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის კლუბები არიან.

altGolden Boy 2018-ის პრიზის მფლობელი მატიას დე ლიხტი გახდა

alt"აიაქსი" მატიას დე ლიხტსა და ფრენკი დე იონგში 140 მილიონ ევროს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ასაკში ასეთი მცველი არ მინახავს!
Chaachi
10:31 18-12-2018
1
ბარსაში იმდენი ფეხბურთელი ირიცხება,რომ ამის დამატება ნამდვილად ზედმეტია, თან ბიჭს "არ უნდა" მესის გვერდით თამაში, ეხლა მესისაც ჰკითხე შენს გვერდით უნდა???. საერთოდაც აღარ უნდა ბარსას ამდენი, მოთამაშეების ყიდვა, ვინც არიან ისინიც ვერ იმკვიდრებენ ძირითადში ადგილს და ზიან სათადარიგო სკამზე.
კოკა
11:02 18-12-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული