"თქვენთან საქმე ჯერ არ დამისრულებია" - ასეთი წარწერით გაავრცელა ვიდეო სოციალურ ქსელში შვედმა ფორვარდმა და საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ის MLS-ში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩება.
ბოლო პერიოდში მას იტალიურ "მილანს" უკავშირებდნენ, თუმცა ზლატანმა ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
37 წლის თავდამსხმელი "გალაქსის" 2018 წლის მარტში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა და მის რიგებში ჩატარებულ 27 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" მეუღლემ არ გაუშვა