City Watch-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ სიტი" "რეალის" ნახევარმცველის ისკოს სამსახურით დაინტერესებული არაა.
გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელის წარმომადგენლებმა "ქალაქელებთან" მოლაპარაკება გამართეს, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
"სიტის" ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ამ პოზიციაზე დავიდ სილვა, ფილ ფოდენი, ილკაი გიუნდოგანი და კევინ დე ბრიუნე ჰყავთ და ისკო არ სჭირდებათ.
მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული მან კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს, ვინაიდან მისი საკუთარ გუნდში გადაყვანა "ჩელსის" მენეჯერს მაურიციო სარის სურს.
ისკოს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ამ სეზონში პრიმერაზე ისკომ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2
შედეგიანი გადაცემა გააკეთა.