ორმა რუსმა ფეხბურთელმა ქალს სცემა და გაძარცვა

AutoSharing Option
62info.ru-ს ცნობით, რიაზანში ფეხბურთელებმა დმიტრი მიტინმა და არტიომ ნადეევმა სცემეს და გაძარცვეს ქალი.

ისინი 41 წლის მეწარმე ქალს ღამით დაესხნენ თავს, სცემეს და ფული და მობილური ტელეფონი წაართვეს. სასამართლომ ორივეს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

21 წლის მიტინი კლუბის აღზრდილია, რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობს, ამ სეზონში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 წლის ნადეევი კი ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ძირითად გუნდში სპარინგებში მიიღო მონაწილეობა.

"რიაზანის" გენერალურმა დირექტორმა ვადიმ ბრაშინმა განაცხადა, რომ მათთან კლუბს კონტრაქტები არა აქვს გაფორმებული. თუმცა, პირველი ლიგის ოფიციალურ საიტზე ორივენი
"რიაზანის" შემადგენლობაში არიან დაფიქსირებულნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული