Sportall.ge-სთვის მიცემულმა წიტაიშვილის ინტერვიუმ უკრაინელები გააღიზიანა - მათ მისი დაკარგვა არ აწყობთ!

AutoSharing Option
Sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში კიევის "დინამოს" თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს ნაკრებში თამაშია. ეს ინტერვიუ უკლებლივ ყველა უკრაინულმა სპორტულმა საიტმა გაავრცელა და საკმაო გაღიზიანებაც გამოიწვია. ua-football.com-ის ჟურნალისტმა ეგორ სემიონმა კი ვრცელი წერილი მიუძღვნა და განაცხადა, რომ საქართველოს უკვე აქვს უკრაინის ჩემპიონატიდან იმ ფეხბურთელების გამოგლეჯის (выдергивания) გამოცდილება, რომლებიც ფესვებით კავკასიურ ქვეყანასთან არიან დაკავშირებულნი.

საფეხბურთო დღის გმირი - გიორგი წიტაიშვილი

"წელს წიტაიშვილი უკრინული ფეხბურთის ახალგაზრდულ დონეზე არამარტო აქტიური პერსონაჟი, არამედ საფეხბურთო სიახლეების მუდმივი გმირი და ნიუსმეიკერი იყო. იმის გარდა, რომ
აღნიშნავდნენ ნიჭიერი ნახევარმცველის თამაშს, მასზე არასასიამოვნო რამეებზეც ლაპარაკობდნენ. ყველაფერი კი თვით წიტაიშვილის საინტერესო განცხადებით დასრულდა.

ალბათ, უპრიანი იქნება მოგონება ევროპა ლიგის მეექვსე ტურში ჩატარებული "დინამოსა" და "იაბლონეცის" მატჩით დავიწყოთ. კიეველები ჯგუფის აუტსაიდერთან დამარცხდნენ, დადებითი მომენტი კი გიორგის თამაში იყო, რომელმაც 59-ე წუთზე ნიკოლაი შარაპენკო შეცვალა.

წიტაიშვილმა ფლანგიდან შეტევა წამოიწყო და ბესედინს პასი მისცა. გიორგი შემდეგაც შესამჩნევი ფიგურა იყო მოედანზე და იმ სახეს შეესაბამებოდა, რომელიც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობისას ჩამოუყალიბდა.

წელს მან 19-წლამდელთა ნაკრებში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ერთი გოლი ფრანგ თანატოლებს გაუტანა, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მოხდა და "ღირსების" ჭესტით აღნიშნა. მაშინ ის მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ეს ჟესტი რუსეთის ნაკრების სუპერფორვარდის არტიომ ძიუბას (?!-რედ.) მიერ გოლის აღნიშვნას ჰგავდა. წიტაიშვილს ეს საზოგადოებისთვის უნდა აეხსნა.

თუმცა, თავიდან ახსნის სურვილი არ ჰქონდა:"იმათ წინაშე თავს არ ვიმართლებ, ვინც ვერ მიხვდა, რატომ ვიზეიმე. თქვენ შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ცუდი ვარ, მაგრამ ვერ გავიგე, რა გინდათ.

გამარჯვებისთვის ყველაფერი გავიღეთ, თქვენ კი მაინც ერთი ამბავი ატეხეთ. ვისაც საქმე არა გაქვთ, შეგიძლიათ, რაც მოგესურვებათ, ის დაწეროთ. მე გუნდთან ერთად თამაშისთვის ვემზადები. მორჩა, ყურადღებას არ გაქცევთ", - დაწერა გიორგიმ თავის ინსტაგრამზე.

მოგვიანებით ის დაუბრუნდა "ჟესტის" თემას:"ამას ყველა ძიუბასთან აიგივებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ჩემი უახლოესი მეგობარი დენის პოპოვი ჩემთვის ძმასავითაა, მისი მამა პრაპორშიკი იყო, ძალიან მკაცრია. როდესაც მათთან სახლში მივდიოდი, დილის შვიდ საათზე გვაღვიძებდა, მე მას ასეთი ჟესტით მივესალმებოდი. საფრანგეთთან მატჩის წინ მან დამირეკა და მთხოვა, გოლის გატანის შემთხვევაში იგივე გამეკეთებინა. ჩვენ ასეც მოვიქეცით: მე, ვალერი ბონდარი და დენის პოპოვი, თუმცა პასუხი რატომღაც მხოლოდ მე მომთხოვეს".

Sportall.Ge

მაშინ წიტაიშვილი აშკარად გაღიზიანდა უკრაინულ საფეხბურთო საზოგადოებაზე, თუმცა ამ გაბრაზებამ არ აიძულა Sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეთქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. ქართული წარმოშობის უკრაინელის განცხადებამ ააფეთქა სოციალური ქსელები. თუმცა, მისი ნათქვამის ინტერპრეტირება სხვადასხვანაირად შეიძლება, რამეთუ თვით მის სიტყვებში გაურკვევლობაა. "საერთოდ, მინდა საქართველოს ნაკრებში თამაში", - აღნიშნა წიტაიშვილმა, რამდენიმე წუთში კი დაამატა:"თუ წინადადებით მომმართავენ, გადაწყვეტილებას ყველაფრის აწონ - დაწონვის შემდეგ მივიღებ".

წინადადებით კი მას რა თქმა უნდა, მიმართავენ. საქართველოს უკვე აქვს უკრაინის ჩემპიონატიდან იმ ფეხბურთელების გამოგლეჯის გამოცდილება, რომლებიც ფესვებით კავკასიურ ქვეყანასთან არიან დაკავშირებულნი. ცოცხალი მაგალითი - ზაურ მახარაძე. საკითხავია, სჭირდება თუ არა გიორგი წიტაიშვილი ანდრე შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბს ან მის მემკვიდრეებს. თუ სჭირდება, მაშინ უკრაინისგან დასწრებაზე თამაშს უნდა ველოდოთ. მითუმეტეს ასეთი გამოცდილება უკვე არსებობს, როდესაც მნიშვნელოვან მატჩში ალეკსანდრ ზინჩენკო ათამაშეს, იმისათვის, რათა სხვებს მისი გადაბირების სურვილი აღარ ჰქონოდათ.

წიტაიშვილი უარს არ ამბობს უკრაინის ნაკრებზე, მან მხოლოდ ფსიქოლოგიურად განიწყო თავი არა ახალგაზრდული ნაკრების, არამედ ეროვნული გუნდის დონეზე და თუ უკრაინის საუკეთესო უფროს ფეხბურთელებთან ვარჯიშისა და თამაშის საშუალება მიეცემა, ქართველების წინადადება პრიორიტეტული იქნება".

მკითხველის კომენტარები / 9 /
წიტაიშვილი არ არის ცუდი ფეხბურთელი მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კონკურეციას ვერ გაუწევს..ამ დონის ფეხბურთელი არ არის..სამომავლოდ ვნახოთ
ლაკო
14:23 25-12-2018
2
ჩემ სეხნიას დავეთანხმები და გამოვთქვამ წუხილს ახალგაზრდა ქართველზე , რომელმაც არ იცის ქართველი რომ არის და არ იცის ქვეყანას და თავის ერს რითი ემსახუროს .... ყველამ წარმოიდგინეთ ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი კარიერისთვის ასე სჯობსო და უცხო ქვეყნის ჯარში გადავიდნენ....სპორტსმენებს ზოგადად და კონკრეტულად ფეხბურთელებს აქვთ იმის შესაძლებლობა თავისი კარიერა უცხოურ კლუბებში გააგრძელონ და მაღალი ანაზღაურების ხარჯზე თავისი მომავალი მატერიალურად იზრუნველყონ . ნაკრების არჩევა არ არჩევა საკითხი არც უნდა იდგეს . სამხედროები ვახსენე და უამრავი სხვა პროფესიის ადამიანი წვალობს , კაპიკებით გააქვს თავი და ინახავს ამ ქვეყანას . სამშობლოს არჩევაზე რომ ეფიქრათ უზარმაზარი მუსულმანური სამყაროს შემადგენელი ნაწილი ვიქნებოდით ( აქვე რამე არ დამწამოთ და ჩემი პატივისცემა მინდა დავაფიქსირო ჩვენი ქვეყნის მაჰმადიანების მიმართ ). მოკლედ ჩვენია ეს ქვეყანა ძმებო და შევინახოთ , მოვუაროთ , მოვეფეროთ და გამოგვივა რამე !!!!
kakha
09:21 25-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული