"არსენალის" საიტი იუწყება, რომ ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა მარჯვენა ფეხი მოიტეხა და ექვსი თვე ლაზარეთში მოუწევს ყოფნა.
ამ სეზონში პრემიერლიგაზე მან 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
მხითარიანი 2011 წლიდან სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა, წელს კი საუკეთესოდ ნატურალიზებული ბრაზილიელი მარკოს პიზელი აღიარეს.
ის "კრასნოდარის" ღირსებას იცავდა და მალე ყაზახეთის "აკტობეში" გადაბარგდება.