RMC-ს ცნობით, პსჟ 18 წლის თავდამსხმელს ტიმოთი ვეას "სელტიკში" გაანათხოვრებს.
ფეხბურთელმა მეტი სათამაშო დროის მისაღებად თვითონ სთხოვა პარიზულ კლუბს გაიჯარება. "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მას ამის ნება დართო.
ვეა პსჟ-ს აღზრდილია, წელს გადაიყვანეს პირველ გუნდში და 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მისი მამა ჯორჯ ვეა ადრე პსჟ-ში თამაშობდა, ახლა კი ლიბერიის პრეზიდენტია.
ტიმოთი აშშ-ს ნაკრების წევრია.