რონალდო: 2019 წლიდან ისევ ვითამაშებ ნაკრებში

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო პორტუგალიის ნაკრებში ბრუნდება.

"2019 წლიდან ისევ ვითამაშებ ნაკრებში. მოლაპარაკება გვქონდა, რომ ერთი პერიოდი ეროვნულ გუნდში არ ვიასპარეზებდი.

33 წლის ასაკში ახალ ქვეყანაში გავაგრძელე კარიერა, სადაც განსხვავებული ვარჯიშებია, სხვა თანაგუნდელები მყავს და რეჟიმი შემეცვალა. ეს საუკეთესო ვარიანტი იყო", - განუცხადა რონალდომ AS-ს.

ამ სეზონში მან 23 მატჩში 15 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული