იმან, რომ დუბაიში დასასვენებლად მყოფმა "ბაიერნის" 35 წლის ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ თურქი მზარეულის ნუსრეტ გეკჩეს რესტორანში "ოქროს სტეიკში" 1 200 ევრო გადაიხადა, სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია.
ფეხბურთელს ჯერ მისი მეუღლე გამოექომაგა, ხოლო შემდეგ კრიტიკოსებს თავადაც უპასუხა, თანაც ძალიან უხეშად.
"2019 წელი ზოგმა შურის გამოხატვით დაიწყო, რომლებიც გახვრეტილი პრეზერვატივის წყალობით დაიბადნენ.
მე თქვენს დედებს, ბებიებს და ჯიშს... ყველაფერს ღმერთის შემწეობით, ჩემით და ახლობლების დახმარებით მივაღწიე, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ".