მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში დიდი საკადრო ცვლილებებია, ჯანო ანანიძის გარდა გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი გაუშვეს და მათ შორისაა 34 წლის ნახევარმცველი ალეკსანდრ სამედოვი.
სამედოვს კონტრაქტი 6 თვის შემდეგ უმთავრდებოდა და "სპარტაკმა" ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტის სანაცვლოდ 450 ათასი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი უთხრა, რის შემდეგაც კლუბმა კუთვნილი თანხა სრულად გადაუხადა. თანხის ოდენობა არ ხმაურდება.
სამედოვი "სპარტაკის" აღზრდილია, აგრეთვე "ლოკომოტივში", "მოსკვაში" და "დინამოში" თამაშობდა.
ის მოსკოველი აზერბაიჯანელია და მათ ნაკრებში ასპარეზობა შესთავაზეს, მაგრამ რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაში არჩია.
2013 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის
ნაკრებმა ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში აზერბაიჯანი 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი რომან შიროკოვმა სწორედ სამედოვის პასით გაიტანა და რუსებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მაყურებლებმა მას ობსტრუქცია მოუწყვეს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ.
სამედოვს სოციალური ქსელით "კონტაქტით" ყოფილმა თანაგუნდელმა ჯანო ანანიძემ მიმართა:"ლეგენდავ, მადლობა ყველაფრისათვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად ამ ორი წლის გატარება. მოვიწყენ უშენოდ, ძმაო".
შეგახსენებთ, ანანიძე ამ დღეებში "ვიტესში" გადავა.
დაანებეთ თავი ამ რუსულ კლუბებში თამაშს ხომ ხედავთ გწყენთ.
ჯობია ცოტა ნაკლებს დასჯერდეთ და სამაგიეროთ ევროპაში ითამაშოთ და უფრო ადექვატურები იქნებით ყოველი მხრივ.